რჩევები, დამატებითი ინფორმაცია

xapo.com და emoney.ge პერიოდულად ცვლიან ხოლმე ონლაინ საფულეს ნომერს უსაფრთხოების მიზნით მაგრამ გაითვალისწინეთ რომ არც ის უქმდება რომელი ნომერიც იყო მანამდე და მუშაობს ჩვეულებრივად. რამდენჯერაც არ უნდა შეცვალონ ამ საიტებმა საფულეს ნომრები ყველა ამ ნომერს მაინც ერთიდაიგივე მისამართი ექნება და გადმორიცხული სატოშები ძველ თუ ახალ ნომერზე  უპრობლემოდ დაირიცხება თქვენს ანგარიშზე.
===============================================
საიტებზე მუშაობისას შეგხვდებათ სხვადასხვანაირი კაპჩა. ზოგან მხოლოდ ციფრებია ჩასაწერი ზოგან ინგლისური ასოები ზოგან ნახატებია ასაწყობი.
ეს ყველაფერი ძალიან მარტივი შესასრულებელია თვითონ დარწმუნდებით როდესაც ნახავთ.
რასაც დაგიწერთ ზედა ფანჯარაში იგივე უნდა ჩაწეროთ ქვემოთ. ასოებთან ერთად თუ იქნება გამოყენებული სასვენი ნიშნები ზედა ფანჯარაში: კითხვის ნიშანი,ტირე,მძიმე და ..
შეგიძლიათ საერთოდ არ ჩაწეროთ, არ ექცევა ყურადღება.
ასევე არაა სავალდებულო სიტყვებს შორის ადგილის გამოტოვება, რაც ეწერება მიაყოლეთ ყველა ერთმანეთს გამოტოვების გარეშე.
მაგალითად აი ესე:


===============================================
ბიტკოინის კურსის ცვალებადობიდან გამომდინარე იცვლება რაოდენობა იმ ბიტკოინების რომლებსაც იღებთ ამა თუ იმ საიტიდან რომლებიც ჩვენს ბლოგშია წარმოდგენილი.
===============================================
ერთი განმარტება:ზოგიერთ აქ ჩამოთვლილ საიტზე რომლებზეც ვმუშაობთ არა აქვთ თავისი ანგარიში ამიტომ თითოეული ის სატოში რომლებსაც ამ ტიპის საიტებზე გამოიმუშავებთ ირიცხება დამატებით საფულეში საიდანაც მინიმალური მოსახსნელი თანხის მოგროვების შემდეგ უკვე ჩაგერიცხებათ პირდაპირ თქვენს ონლაინ საფულეში.
ამით არაფერი სირთულე არ იქმნება პირიქით ასეთი ტიპის საიტი უფრო სანდოა დავუშვათ საიტი რომ  დაიხუროს და შეაჩეროს მუშაობა ჩვენს მოგროვებულ სატოშებს ვერანაირი საფრთხე ვერ დაემუქრება.
დამატებითი საფულეები ესე გამოიყურება:
 epay.info/check/თქვენი საფულის ნომერი 
faucethub.io/check/თქვენი საფულის ნომერი
faucetsystem.com/check/თქვენი საფულის ნომერი

და აქედან არცერთს არასდროს არანაირი შეფერხება არ ჰქონია.
===============================================

Комментариев нет:

Отправить комментарий