როგორ გამოვიტანოთ თანხა, გადმორიცხვები

როგორ გამოვიტანოთ თანხა, გადმორიცხვები

როგორ გამოვიტანოთ თანხა emoney.ge- მეშვეობით

პირველ რიგში ჩვენი საფულეებიდან მოგროვილი ბიტკოინები უნდა გადავიტანოთ emoney.ge- ბიტკოინ საფულეში. ეხლა გაჩვენებთ ვიდეოს როგორ გადავიტანოთ blockchain.info-სა და xapo.com-ის საფულეებიდან ბიტკოინები იმანის საფულეში.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
xapo.com-იდან  emoney.ge-ზე:

ამ საიტს საკომისიო არა აქვს ამიტომ არც არაფერი ჩამოგეჭრებათ. მინიმალური გადასარიცხია 5500 სატოში ამაზე ნაკლებს არ გადარიცხავს. გადახედეთ ვიდეოს და ნახეთ როგორ უნდა შეასრულოთ გადარიცხვა სწორად.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
blockchain.info-იდან emoney.ge-ზე:


გადარიცხვის საკომისიოა 2-5 პროცენტი.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
blockchain.info-იდან emoney.ge-ზე 
მეორენაირადაც არის შესაძლებელი გადარიცხვა დაბალი საკომისიოთი იხილეთ ლინკი მაგრამ ხშირად ჭედავს, არ რიცხავს და უკან აბრუნებს თანხას
=======================================================================
გადმორიცხული ბიტკოინები თქვენს emoney.ge- ბალანსზე სრულად აისახება დაახლოებით 1-2 საათში.
emoney.ge-ზე საკმაოდ ხშირად ცვლიან ჩვენი 
ბიტკოინ საფულის ნომერს(როგორც განმარტეს უსაფრთხოების მიზნით)
ამან არ დაგაბნიოთ
გადმორიცხული ბიტკოინები უპრობლემოდ დაირიცხება თქვენს იმანის ანგარიშზე მიუხედავად იმისა მიუთითებთ ახალ თუ ძველ საფულეს ნომერს.
=======================================================================
რაც შეეხება emoney.ge-დან თანხის გამოტანას
და ჯიბეში ჩადებას :-)
როდესაც უკვე ჩაგვერიცხება ბიტკოინები ბალანსზე შეგვიძლია გადავცვალოთ ლარზე თვითონ emoney.ge- საიტზე 
(როგორ ხდება გადაცვლა ამას აღარ დავაკონკრეტებ ძალიან მარტივია და ყველა მოძებნით)
და გამოვიტანოთ ან ბანკებიდან ან კარტებით ან გადავრიცხოთ
 
საიტებზე: აჭარაბეთი,ევროპაბეთი ან სხვა ასეთი ტიპის საიტზე და იქედან.
emoney.ge თანხის გამოტანის ბევრ სხვადასხვა საშუალებას გვთავაზობს  და თქვენ თვითონ უკეთ გადაწყვეტთ რომელს აირჩევთ.
კიდევ იმას დავამატებ რომ შესაძლოა რუსულ ან სხვა ქვეყნის რომელიმე საიტზე შეგხვდეთ უფრო მაღალი ვალუტის კურსი მაგრამ სანამ  ჯერ იქ გადავცვლით შემდეგ იქედან კიდევ სხვაგან გადმოვიტანთ და საბოლოოდ ჩვენამდე მოვიყვანთ იმდენი საკომისიოები ჩამოგვეჭრება რომ  არ ღირს წვალებათ.
ამ ეტაპზე emoney.ge- საშუალებით თანხის გამოტანა ყველაზე კარგი ვარიანტია!
გისურვებთ ძალიან ბევრი ბიტკოინის დაგროვებას და ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში!
თუ გაგიჩნდებათ შეკითხვები გამოგვიგზავნეთ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე ან დატოვეთ აქ კომენტარების სახით.
=======================================================================

========================================================================

Комментариев нет:

Отправить комментарий